36 წლის ქალმა რუსეთში ქართველი მზარეული მოკლა
36 წლის ქალმა რუსეთში ქართველი მზარეული მოკლა

A+ A-

12:20 09/01/2023

36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან "თბილისოში" ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა.

დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. 50-წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.