ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა
ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა

A+ A-

10:15 09/01/2023

სამხედრო წვრთნების დროს ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აღმოჩენილ თვითმფრინავებს შორისაა J-11, J-16, Su-30 და J-10 გამანადგურებლები, სტრატეგიული ბომბდამშენები H-6.

წვრთნების ფონზე, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ თვალყური ადევნა 57 სამხედრო თვითმფრინავს და ოთხ გემს.