დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
თავად მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად ვერ დაესწრება.
სხდომის პარალელურად, 12:00 საათზე, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, ასევე მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრები დაესწრებიან.