"თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ"
"თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ"

A+ A-

22:41 08/01/2023

"მაგნიტსკის სიის" ავტორი ბილ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

“მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ”, - წერს ბროუდერი.

მიხეილ სააკაშვილმა "მაგნიტსკის სიის" ავტორს ბილ ბროუდერს მიმართა და სთხოვა, ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს.