ქუთაისი-პარიზის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს.
აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც ეკიპაჟმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა. უკან დაბრუნება კი აფრენიდან მალევე გახდა აუცილებელი.
60 წლამდე მამაკაცი, რომელიც შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უცნობია როდის შესრულდება რეისი.