პელეს დღეს დაკრძალავენ
პელეს დღეს დაკრძალავენ

A+ A-

12:24 03/01/2023

ფეხბურთის მეფეს დღეს დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონია სტადიონიდან ქალაქ სანტოსის ქუჩებში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც ლეგენდარულ ფეხბურთელს მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პელემ სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაეკრძალათ, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის "სანტოსის“ სტადიონი ჩანს.

პელე 82 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ის ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა.