"ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს"
"ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს"

A+ A-

12:42 31/12/2022

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

"მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.

ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის.
 
ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ - თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.
 
აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან ", - წერს გვარამია.