კრიშტიანუ რონალდუმ "ალ ნასრთან“ კონტრაქტი გააფორმა
კრიშტიანუ რონალდუმ "ალ ნასრთან“ კონტრაქტი გააფორმა

A+ A-

23:37 30/12/2022

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრთან“ კონტრაქტი გააფორმა.

Al Arabiya საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 37 წლის ფეხბურთელი უკვე "ალ ნასრის“ წევრია, მისი კონტრაქტი კი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

არსებული ინფორმაციით, "ალ ნასრში“ რონალდუ წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

22 ნოემბერს კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.