"მისი ცნობილი ფრაზა - "მიშა მოიცდის", ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს"
"მისი ცნობილი ფრაზა - "მიშა მოიცდის", ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს"

A+ A-

14:02 30/12/2022

ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა", მისი ცნობილი ფრაზა - „მიშა მოიცდის", ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს,- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა “თავგამოდებულმა დამცველებმა", ზოგი გულწრფელად დამცველია, მაგრამ ბევრმა ტროლ-ბოტად ქცეულმა „დამცველმა“ მორიგ ბრიფინგამდე და მორიგ დაპირებამდე - მორიგ სიცრუემდე მოიკითხეთ. მისი ცნობილი ფრაზა - "მიშა მოიცდის" ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით ახლა (ვისაც გეხებათ) დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლის წყლით მოწამლული, პუტინის ტყვე მოიცდის?! ეგრე გააგრძელეთ მაგ "მელიას სტრატეგიით", - წერს ჩარკვიანი.