"ვხედავ ჩემზე ფიზიკურად გასწორების მოწოდებას, სექსისტურ ბილწსიტყვაობას"
"ვხედავ ჩემზე ფიზიკურად გასწორების მოწოდებას, სექსისტურ ბილწსიტყვაობას"

A+ A-

21:21 28/12/2022

ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე წერს.

"ოცნების" ტროლების პარალელურად, ვხედავ ჩემზე ფიზიკურად გასწორების მოწოდებას, სექსისტურ ბილწსიტყვაობას, რასაც წერენ იმ კაცების პოსტების ქვეშ, ვინც ამას გულგრილად უყურებს.

ქალებზე, შესაძლო მომავალ თანაგუნდელებზე ძალადობას ვინც აკვირდება სეირით, მათი ადგილი პარტიის მმართველ რგოლში არ არის.

ამიტომ შემიძლია კიდევ ვთქვა: ზურაბიშვილს "ოცნების" წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ.

ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ თუ მიშა ვერ გადარჩა. იმედია", - წერს დეკანოიძე.