"მიშა, გისურვებ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციას!"

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
"წლის ბოლო ორი კვირა ყოველთვის სასიხარულო დრო იყო: ნიკოლოზის, მიშას, ჩემი და მამაჩემის დაბადების დღეები, შობა, ახალი წელი... ოღონდ ამის განწყობაზე ამჟამად არავინ არის. მიშა, გისურვებ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციას!",- წერს სანდრა რულოვსი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 დეკემბერს 55 წლის გახდა.