"რა უნდა გითხრათ, სახელმწიფოს მშენებელს და პუტინის ტყვეს, გამომწყვდეულს ციხის პალატაში, სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა - ძმაო და მეგობარო!"
"რა უნდა გითხრათ, სახელმწიფოს მშენებელს და პუტინის ტყვეს, გამომწყვდეულს ციხის პალატაში, სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა - ძმაო და მეგობარო!"

A+ A-

11:27 21/12/2022

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავენ:

"თავისუფლებაა" - ვფიქრობ ამ სიტყვით სულ მალე მოგილოცავ პრეზიდენტო და ეს მალე იქნება, რადგან "დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად", რადგან ქვეყნის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა სასწორზე და ეს სასწორი ხელის გულზე დევს და ცოტა არ იყოს, დიდხანს კი "ჩაშჩერებია" მავანნი ამ ხელის გულს, არადა ბრძოლის და მოქმედების გარეშე ხელიდან გვეცლება ეს პატარა ქვეყანა-სამოთხე, რომელიც ჯოჯოხეთად ვაქციეთ, სათქმელის მეტი რა მაქვს, მაგრამ არაფერს გეტყვით, ან რა უნდა გითხრათ, სახელმწიფოს მშენებელს და პუტინის ტყვეს გამომწყვდეულს ციხის პალატაში, მაგრა იყავით - სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა - ძმაო და მეგობარო! პატივისცემით - თაკო ჩარკვიანი, ჯონი გიგანი!“