"წესით დიდი გამარჯვება უნდა იყოს, ჩვენს მთავარსარდალს თავად რომ არ ვკლავდეთ ციხეში პუტინის დავალებით"

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ჰააგამ ომის დანაშაულების გამოძიება დაასრულა.
როგორც უტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, რუსებსა და ოსებს - კი.
"ვიღას რაღაში აინტერესებს, მაგრამ ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუდგენიათ, რუსებს და ოსებს - კი. წესით დიდი გამარჯვება უნდა იყოს, ჩვენს მთავარსარდალს თავად რომ არ ვკლავდეთ ციხეში ვ. ვ. პუტინის დავალებით", - წერს უტიაშვილი.