"პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის"
"პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის"

A+ A-

23:27 14/12/2022

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯარაოებას ეხმაურება.

"ვივამედი" ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ, ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციალურ სისტემასთან ერთად.

პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.

მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

უცოდინრობის ასეთი რა ხარისხი გჭირთ, რომ თქვენი უფლებები და მოვალეობები ანაბანის დონეზეც კი არ იცით?

ინგლისური ერთს მაინც ეცოდინება იმხელა ჰოსპიტალში და უთარგმნეთ რა სასჯელს ითვალისწინებს პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება", - წერს ნანა გეგეჭკორი.