"თქვე მართლა ფსკერზე მყოფებო, თქვენვე შემოგიბრუნდებათ ეს "კადრები"
"თქვე მართლა ფსკერზე მყოფებო, თქვენვე შემოგიბრუნდებათ ეს "კადრები"

A+ A-

23:22 14/12/2022

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება.

"დასკვნა დაიდო, ამერიკელი უძლიერესი ექსპერტების, რომ სააკაშვილი მოწამლულია და რომ მის ორგანიზმში არის დარიშხანი და სხვა მძიმე  მეტალები, მოწამლეს და ახლა კადრებს უსაჯაროვებენ მოწამლულ პოლიტპატიმარს "აი ნახეთ აგრესიულია და ხელ-ფეხს იქნევსო", თქვე მართლა ფსკერზე მყოფებო - მოსვლის დღიდან სხვის ტუალეტში  და საძინებლებში "მძრომიალენო"  , ინტოქსიკაცია მიმდინარეობს, მოწამლულია ადამიანი და აბა როგორ იქნება?! მოწამლეს და ახლა მოწამლულს გვაჩვენებენ!

ძალიანაც კარგი, რადგან თქვენვე შემოგიბრუნდებათ ეს "კადრები", მთელი მსოფლიო ნახავს და დარწმუნდება რა დუპლეტი და   "პუტინის" მოსამსახურე ხელისუფლება ხართ! ფუჰ, ყველაფრის მკადრებლები ხართ, ხელისუფლების "ბანდა", სრულიად ყველაფერი შეძელით, რაც ფსკერზე მყოფს შეუძლია!", - წერს ჩარკვიანი.