დავით ქაცარავა - ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში! გაძლევ 4 დღეს
დავით ქაცარავა - ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში! გაძლევ 4 დღეს

A+ A-

15:32 08/12/2022

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა "ქართული ოცნების" დეპუტატს ალუდა ღუდუშაურს ბოდიშის მოსახდელად 4 დღეს აძლევს.

"ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო!

მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე!

გაძლევ ამისთვის 4 დღეს.

რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.

თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან, (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები,) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა.

რამდენი ხანიც დაჭირდება, იმდენ ხანს დაგელოდები.

საჯაროდ შეგხვდები და ჩემ სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას.
მიღირს", - წერს ქაცარავა.

ღუდუშაურის თქმით, "კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო"

"ადამიანს თუ უნდა წასვლა იდეისთვის ვაჟკაცობაა და წავა, მაგრამ როცა არ უნდა წასვლა და ეუბნები, რომ ფულს მოგცემ, ფულის სანაცვლოდ რომ ხდება ეს - თუთაშხია ხომ გაქვთ ნანახი, წაკითხული თუ არა, იქ კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ. ღირსებას ეს კი ვერ აყრის, ვერც „ნაციონალური მოძრობა“, ვერც მამულაშვილი მოქალაქეებს ღირსებას ვერ აყრიან, 9 წელი ამას ცდილობდნენ”, - განაცხადა ღუდუშაურმა.