საუკუნისწინანდელ ქართულ კინოს მაყურებელი ეროვნული არქივის კინოთეატრში იხილავს
საუკუნისწინანდელ ქართულ კინოს მაყურებელი ეროვნული არქივის კინოთეატრში იხილავს

A+ A-

12:43 01/12/2022

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან 4 კვირის განმავლობაში 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, რეჟისორ ალექსანდრე  წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები.

რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმები საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაფიცრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

ფილმებს შორისაა: „ორი მონადირე“, „ხანუმა“, „ხაბარდა“, „ამერიკანკა“, „ელისო“, „სურამის ციხე“, „ბელა“, „ქაჯეთი“, „ღრუბელთა თავშესაფარი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კომუნარის ჩიბუხი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „კრაზანა“, „დაკარგული სამოთხე“, „ბუბა“, „უჟმური“. რეტროსპექტივა დაიხურება 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ალექსანდრე წუწუნავას ფილმით - "ჯანყი გურიაში" (1928). კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა.

კინოჩვენებების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/movies.

რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.