მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

A+ A-

15:41 24/11/2022

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობისა და სასწავლო პროექტების განხორციელების მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და პირველ ეტაპზე, პროგრამაში ასზე მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება. ტრენინგის ფარგლებში, მსჯავრდებულები მიიღებენ ცოდნას გადასახადის სახეების, დეკლარირების ვადების, გადამხდელად რეგისტრაციისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ.

ასევე, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში,  ის მსჯავრდებულები, რომელთა პროდუქციაც მაღაზია „რე-მარკეტში“ იყიდება მიკრო მეწარმეებად დარეგისტრირდნენ. ამ სტატუსის მიღების შემდეგ, კი ისინი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებენ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, განხორციელებული ეს ინიციატივა მსჯავრდებულების შემოსავლის გაზრდასა და ფინანსურ სტაბილურობას ითვალისწინებს.  მაღაზია „რე-მარკეტში“ დასაქმება, კი მსჯავრდებულებს ეკონომიკური მდგომარეობისა და რეაბლიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.