"საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა"
"საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა"

A+ A-

11:16 24/11/2022

საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ საქართველოსთვის თუ ეს არის პრიორიტეტული თემა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირება მოახდინოს ამ თემაზე.

ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს დაუწესა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ იქნებ საუბარი კანდიდატის სტატუსზე. შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ფიშერმა.