მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

A+ A-

22:12 23/11/2022

93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

მას მონაწილეობა მიღებული აქ ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, "ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“.

ჰყავდა ერთადერთი შვილი მსახიობი თაზო თოლორაია, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა 2017 წელს.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.