პუტინი ერევანში ჩავიდა
პუტინი ერევანში ჩავიდა

A+ A-

17:43 23/11/2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

პუტინს აეროპორტში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ და სამიტზე ერთი მანქანით წავიდნენ, რომელსაც პუტინი იყენებს.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები - ალექსანდრე ლუკაშენკო, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, სადირ ჯაფაროვი და ემომალი რაჰმონი.

გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინის და ფაშინიანის ცალკე შეხვედრაც.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ერევანში ჩასვლის წინააღმდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.