ოლაფ შოლცი - მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის
ოლაფ შოლცი - მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის

A+ A-

18:18 22/11/2022

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას.

"რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის“, - განაცხადა შოლცმა ბერლინში გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ჩინეთში მისი ბოლო ვიზიტი ღირდა იმად, რომ ორ ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთობლივი პოზიცია დაეფიქსირებინა.

შოლცის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა გაკვეთილი, რის ფონზეც გერმანიის შეიარაღებული თავდაცვითი მარაგების გასაზრდელად 100 მილიარდი ევრო გამოიყო.