საქართველო იტალიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა
საქართველო იტალიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

A+ A-

21:54 14/11/2022

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ "თბილისი არენაზე“ გამართა და ანგარიშით 84:85 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელთა შორის საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 15 ქულა, 3 მოხსნა და 6 გადაცემა დააგროვა.

მეორე ადგილზე მყოფ იტალიას თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოზე ერთით მეტი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო.

აქამდე იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა 10-ჯერ ითამაშა და გამარჯვების მოპოვება ერთხელაც ვერ მოახერხა.

8 მატჩის შემდეგ საქართველო სატურნირო ცხრილში 12 ქულით მესამე ადგილზეა და მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვედრის რეალური შანსი აქვს.