“რუსეთი ტერორიზმის ავანტურაზე მიდის, შეიძლება თითი დააჭიროს ატომურ ბომბს და ქვა ქვაზე არ დატოვოს მსოფლიოში“
“რუსეთი ტერორიზმის ავანტურაზე მიდის, შეიძლება თითი დააჭიროს ატომურ ბომბს და ქვა ქვაზე არ დატოვოს მსოფლიოში“

A+ A-

12:37 17/10/2018

დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან. რამდენს გააძევებს რუსეთი და არის თუ არა ეს ცივი ომის დასაწყისი? – პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „2020NEWS“ -თან საუბარში, აცხადებს, რომ ცივი ომი დიდი ხანია, დაწყებულია და რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან ჰგავს ნიკიტა ხრუშოვს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ფეხსაცმელი გაიხადა და დელეგატების მაგიდას ურტყა.

“ცივი ომი დიდი ხანია დაწყებულია. თუნდაც, 2008 წლის ომი რუსეთის ძალის დემონსტრირება არ იყო?! რუსეთს საქართველო კი არ აინტერესებდა, ამით ჩვენ დაგვანახა რომ დასავლეთი არ ჩაერეოდა და რომ იგი რუსეთთან მიმართებაში უძლურია. ცივი ომის ელემენტებია, სწორედ შეჯიბრი შეირაღებაში. ახლა გადავიდნენ დიპლომატების გაძევებაში. ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა, რუსეთი თუ 43-ს გააძევებს თანაფარდობა დაირღვევა. ამის გარდა, საინტერესოა დაერევა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ბრიტანულ ფირმებს რუსეთში. ამერიკამ რუს ბიზნესმენებზე სანქციები დააწესა. რატომ ჩამორჩება მას პუტინი? – რუსეთი ტერორიზმის ავანტურაზე მიდის. შეიძლება თითი დააჭიროს ატომურ ბომბს და ქვა ქვაზე არ დატოვოს მსოფლიოში“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტილოგის თქმით, პუტინს ძალიან უნდა სტალინს ჰგავდეს, მაგრამ ის ნიკიტა ხრუშჩოვს უფრო ჰგავს.

“პუტინს თვითონ ძალიან უნდა სტალინს ჰგავდეს, ავტორიტარიზმით კი ჰგავს, მაგრამ მე უფრო ხრუშოვს ვამსგავსებ. ზუსტად იგივეა – პუტინის ბოლო პრეზენტაცია, შეირაღების ჩვენება, რაოდენ ძლიერია ის და თურმე როგორ უნდა ვუსმინოთ მას. ეს ფაქტი ჰგავს ხრუშოვის ფეხსაცმელის ბრახუნის ინციდენტს“, – ამბობს საყვარელიძე.

14 მარტს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან და რუსეთთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებებით მოწამლეს.