"სავარაუდოდ, არსებობს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, რომელიც უნდა გადაიჭრას, ვიდრე მწვანე შუქი აინთება"
"სავარაუდოდ, არსებობს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, რომელიც უნდა გადაიჭრას, ვიდრე მწვანე შუქი აინთება"

A+ A-

18:02 23/06/2022

ევროპული პერსპექტივა გულისხმობს უკეთესს ცხოვრების ხარისხს, აყვავებულ ცხოვრებას, მშვიდობას. ეს ნიშნავს უკეთესად ანაზღაურებად სამსახურებს, უფრო განვითარებულ ეკონომიკას, ეს ნიშნავს პროგრესს. ვფიქრობ, თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული წარმატება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

"ვფიქრობ, რასაც დღეს გადავწყვეტთ, იქნება ძალიან მკაფიო პერსპექტივის დასახვა საქართველოსთვის გარკვეული პირობებით, თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა.

ჩვენ ვგეგმავთ კარგი მესიჯის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის და ეს მესიჯი მახსენებს, ლიეტუვის ისტორიას. გვახსოვს, რომ ჩვენს მეზობლებთან შედარებით, გვიან დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი, მაგალითად, ესტონეთთან შედარებით. ესტონეთი პირველი მიიწვიეს, მაგრამ ეს ისეთი დიდი სტიმული იყო ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დავეწიეთ მათ და ევროკავშირში იმავე წელს გავწევრიანდით, როცა ესტონეთი, 2004 წელს. ასე რომ, ვფიქრობ, რასაც გადავწყვეტთ დღეს, იქნება ძალიან მკაფიო პერსპექტივის დასახვა საქართველოსთვის გარკვეული პირობებით, თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოყვება.

ვფიქრობ, ეს არ უნდა იქნას მიღებული, როგორც იმედგაცრუების გზავნილი. ჩემთვის ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. ჩვენთვის ეს იყო დიდი მოტივაცია, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად შეგვესრულებინა რეფორმები. იმედი მაქვს, თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ ქართველ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, არსებობს რამდენი კრიტიკული ფაქტორი, რომელიც საქართველომ უნდა გადაჭრას.

"ვფიქრობ, უმეტესად არის ეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხები, აღნიშნულია 19 აპრილის შეთანხმება. სავარაუდოდ, არსებობს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, რომელიც უნდა გადაიჭრას, ვიდრე მწვანე შუქი აინთება. იმედი მაქვს, თქვენ შეგიძლიათ ამ საკითხების მოგვარება“, – განაცხადა ნაუსედამ.