განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ
განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ

A+ A-

11:40 23/06/2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                     
 
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 34 430 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.                                       
 
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.06-მდე:  ტანკები - 1 504 (+8), ჯავშანტექნიკა - 3 632 (+18), საარტილერიო სისტემები - 756 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 240 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 99 (+0), თვითმფრინავი - 216 (+0), ვერტმფრენები - 183 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 548 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 620 (+6), სპეციალური ტექნიკა - 60 (+0), საკრუიზო რაკეტები - 137 (+0).    
 
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.