"ბრიტანეთი განაგრძობს სანქციების დაწესებას იქამდე, ვიდრე რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას"
"ბრიტანეთი განაგრძობს სანქციების დაწესებას იქამდე, ვიდრე რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას"

A+ A-

22:59 21/06/2022

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი განაგრძობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას.

"ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას მეტი იარაღი მივაწოდოთ, რუსეთს მეტი სანქციები დავუწესოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის გაძევებაში.

ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთიდან საქონლის იმპორტის აკრძალვას მანამ, სანამ არ დავინახავთ, რომ რუსეთი სრულად გავიდა უკრაინიდან“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.