სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა სანზონაში - მარტოხელა ქალის ბინაში გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს
სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა სანზონაში - მარტოხელა ქალის ბინაში გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს

A+ A-

22:58 19/06/2022

პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, რომელშიც გახრწნილი ხორცი და საეჭვო კონტეინერები აღმოაჩინეს - კონტეინერებში შედედებული სისხლისფერი მასა და ფეკალიები იყო მოთავსებული.

ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. გაუსაძლისს სუნს მეზობლები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძნობდნენ.

მეზობლების თქმით, ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ.

ქალმა პოლიციასთან და მეზობლებთან თქვა, რომ სხვადასხვა სახის ხორცს სოფლიდან უგზავნიდნენ, მაცივარი გაუფუჭდა, რის გამოც ხორცი დალპა.

მეზობლების თქმით, 44 წლამდე ქალს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც დიდი ხანია, მასთან მისული აღარ უნახავთ.

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება, ხორცის წარმომავლობას ექსპერტიზა დაადგენს.