გადადის თუ არა “ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის გენოციდის რეჟიმში?!
გადადის თუ არა “ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის გენოციდის რეჟიმში?!

A+ A-

02:06 13/10/2018

გენოციდი – საერთაშორისო სამართალში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ასევე მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განადგურება, ასევე მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გათვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ ამ ჯგუფების ფიზიკურ განადგურებაზე.

3000 გადამზიდავი მძღოლი უმუშევრად, ომეგას 1500 თანამშრომელი უმუშევრად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ათობით პედაგოგი უმუშევრად და ასე შემდეგ, ასეთი ნუსხა საკმაოდ ვრცელია. ემუქრება თუ არა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას ფიზიკური განადგურებით?

თბილისში ტყვიის შემცველობა საგანგაშო ნიშნულზეა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაშია, რაც უფრო და უფრო მძიმდება. „ქართული ოცნების“ საკვანძო პროექტების – გიგანტური ჰესების წინააღმდეგ კი უკვე  მსოფლიო ბანკი და სავალუტო გამოდის, მათი დასკვნები უაღრესად კრიტიკულია. ჰესების აშენების შედეგად ქართული მოსახლეობა მიიღებს ელექტროენერგიას უფრო ძვირად, ვიდრე აქამდე იღებდა და ტარიფი 15%-ით გაიზრდება, რაც მოსახლეობას მძიმედ დააწვება.

ლილოში, ერთ-ერთმა გადამზიდავმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა,  მამაკაცს ტანზე ბენზინი ჰქონდა გადასხმული და მინისტრის მისვლას ითხოვდა.  პროტესტს გამოხატავს ათასობით გადამზიდავიც უმუშევრად დარჩენის გამო. ასევე საპროტესტო აქციების რეჟიმშია „შვილმოკლული მამები“ და „ქართულ ოცნებას“ დამნაშავეთა მფარველობასა და სისტემურ დანაშაულში ამხელენ.

“ქართული ოცნება“ –  ხელისუფლება, რომელი ათასობით ადამიანს უმუშევრობით ემუქრება, ათასობი ადამიანს კიდევ უფრო დამძიმებული ყოფითა და სოციალური გარემოთი ემუქრება, ხელისუფლება – რომელიც კიდევ უფრო მეტი უსამართლობით ემუქრება საკუთარ მოსახლეობას და პრაქტიკულად, საქართველოს მოსახლეობა განადგურების  რეჟიმში გადაჰყავს.

გადადის თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის გენოციდის რეჟიმში და როგორი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის პასუხი ? – ჩემთვის ეს შეკითხვა ნელ-ნელა ქრება და პასუხის რეჟიმში გადადის, თუმცა, მაინც… ამ შეკითხვებზე პასუხი, რეალობიდან გამომდინარე, თქვენთვის მომინდვია.

არჩილ გამზარდია, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი, ტელეწამყვანი