პოლიეთილენის პარკები საბოლოოდ 2019 წლის აპრილიდან აიკრძალება
პოლიეთილენის პარკები საბოლოოდ 2019 წლის აპრილიდან აიკრძალება

A+ A-

02:04 13/10/2018

გარემოს დაცვის სააგენტოს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი „2020NEWS”-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიეთილენის პარკები საბოლოოდ 2019 წლის აპრლიში აიკრძალება. მანამდე კი 1 ოქტომბირიდან, პლასტიკის 15 მიკროზე ნაკლები სისქის პარკები აღარ იქნება წარმოებაში, მას კი ბიოდეგრადირებული პარკები ჩაანაცვლებს, რომელიც შეიძლება ქაღალდისაც იყოს.

– როგორ მოხდება პოლიეთინის პარკების ჩანაცვლება?

– 12 სექტემბერს იქნა მთავრობის დადგენილება მიღებული, პოლითილენიის ბიოდეგრადირებული პარკების ჩანაცვლების შესახებ. რას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება? – ეს ითვალისწინებს 1 ოქომბრიდან პლასტიკის 15 მიკროზე ნაკლები სისქის პარკების აკრძალვას. ხოლო, 2019 წლის აპრილიდან სხვა დანარჩენი პლასტიკის პარკებიც აკრძალება.

რეგლამენტის მიხედვით ჩანაცვლება უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტის ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც ბუნებაში ადვილად იშლება და პრობლემებს არ წარმოქმნის. პლასტიკის პარკების სერიოზული პრობლემა არის მსოფლიოში და სერიოზული გამოწვევაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. სხვადასხვა ქვეყნები უკვე მიმართავენ ღონისძიებებს პლასტიკის პარკების შემცირების და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველომაც მიიღო გარკვეული გადაწყვეტილება, რაც ასახულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში.

ბიოდეგრადირებული პარკი შესაბამის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე კიდევ არის ოქსოდეგრადირებადი პარკები, რომლებიც სხვადასხვა ნივთიერებებს შეიცვას და ასეთი სახის პარკებიც იკრძალება. არსებობს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი, რომლის მიერაც არის დაწესებული სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად, მსგავსი სტანდარტი მიიღო საქართველომაც.

– რა სტანდარტია?

– ეს არის ბიოდეგრადირებადი და კონფოსტირებადი შეფუთვის შესახებ ევროპული სტანდარტი და იგივე დასახელების სტანდარტი მიიღო საქართველომაც.

– კონკრეტულად რომ გვითხრათ პოლიეთილენს რომელი პარკები ჩაანაცვლებს?

– შეიძლება იყოს ქაღალდის პარკებიც. როდესაც ბიოდეგრადირებულებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება ცალკე განვიხილოთ და ქაღალდი ცალკე. თუკი ქაღალდის პარკი ბიოდეგრადირებულია, მისაღებია. ანუ, სხვადასხვა მცენარეულებისგან დამზადებულოი პარკებია, რომელიც პლასტიკის პარკისგან განსხვავებით ბუნებაში ადვილად იშლება და პრობლემას არ ქმნის.

– ასე სწრაფად ბიოდეგრადირებული პარკების ჩანაცვლება ბიზნეს არ დაარტყამს?

– ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა გაიმართა ბიზნესთან, ვინც პლასტიკატის პარკებს აწარმოებს. შესაბამისად, ისინი საქმის კურსში არიან, რომ ეს ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. ეს საკითხი დღეს და გუშინ არ გადაწყვეტილა, ეს იყო ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ მათი წარმოება ბიოდეგრადირებულზე უნდა გადაეწყოს. იმპორტი დაიშვება მხოლო და მხოლოდ ბიოდეგრადირებულ პარკებზე. თან იმპორტის დროს თან უნდა ახლდეს შესაბამისი საბუთი, რომ ეს არის ბიოდეგრადირებული პროდუქტი.

– ბიოდეგრადირებული პარკების წარმოება იქნება საქართველოში?

– საქართველოშიც იქნება წარმოება და ინპორტიც განოხრციელდება.

– პოლიეთილენის ბოთლებზეც ხომ არ არის რეგულაცია?

– ბოთლებზეც აგრძელებს სამინისტრო მუშაობას. პლასტიკა საერთოდ ბევრ სფეროში მოიხმარება და ბოთლებთან მიმართებაშიც დიდი პრობლემა გვაქვს. აქაც იქნება გარკვეული რეგულაციები, რომელიც მუშაობა მიმდინარებს. აქცენტი მინის ბოთლებზე იქნება გაკეთებული. ბოთლებთან მიმართებაში პირდაპირ აკრძალვაზე საუბარი ჯერ არ არის. თუმცა, ისეთი მიდგომები იქნება შემუშავებული, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია.