"ამ ორმა ერთმანეთს უთხრეს, ვიცხოვროთ ერთადო, ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაცა შეიძინა თავისი გემოვნებით"
"ამ ორმა ერთმანეთს უთხრეს, ვიცხოვროთ ერთადო, ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაცა შეიძინა თავისი გემოვნებით"

A+ A-

18:05 23/11/2021

მომღერალი ნინი სუხიტაშვილი დაქორწინდა, მისი რჩეული ჭიათურის მერობის ყოფილი დამოუკიდებელ კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძეა.

ნინისა და ნოდარის დაოჯახებას სოციალური ქსელით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეხმაურება და წყვილს გაბედნიერებას ულოცავს.

"ამ ორმა (ჩემმა დამ და ამ ყმაწვილმა, რომელსაც ალბათ, სიძეს დავუძახებ მიჩვევის ამბავია, ან არ დავუძახებ), ერთმანეთს უთხრეს, ვიცხოვროთ ერთად, ვიდრე სიკვდილი, ჯანდაბა და დოზანა არ დაგვაცილებსო. (პირი ქვისკენ მიქნია)

ჩემი და რომ მიყვარს, ამაში რა არის გასაკვირი და საბლატაო. ეს ადამიანიც მიყვარს, არამხოლოდ გუშინდელი დღიდან, მანამდეც, უბრალოდ, ხომ იცით ქართლის ამბავი, სახეზე რომ გვაწერია, მე შენ არ გიცნობ, ვინა ხარ, საიდან მოხვედიო, მაგრამ შინაგანად რომ ეუბნები, ტაში ბიჭო, ტაშებიო, ბიჭოვ გენათალებიო.

ჰოდა, მიხარია ძალიან.

ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაცა შეიძინა თავისი გემოვნებით.

დაო, მიყვარხარ!

შენ კიდევ, მევასები Nodar Chachanidze“. - წერს გიორგი სუხიტაშვილი.