მედიის ნაწილი თეა წულუკიანის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს
მედიის ნაწილი თეა წულუკიანის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს

A+ A-

12:05 22/11/2021

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროში, მინისტრ თეა წულუკიანის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს.

როგორც "მთავარი არხის" და "ტვ პირველის" ჟურნალისტები აცხადებენ, ისინი პრესკონფერენციაზე არავის მიუწვევია, მისვლის შემდეგ კი შესვლის საშუალება არ მისცეს.

პრესკონფერენციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტები  შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით "ტვ პირველი" სახალხო დამცველისთვის მიმართვას გეგმავს.

"მივმართავთ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, რომ  მოახდინოს ამ თემაზე რეაგირება. ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა მედიის წინააღმდეგ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა", - განაცხადა  "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.