ჯონდი ბაღათურიას მეუღლე გარდაიცვალა - "იშვიათია ასეთი სიყვარული დღევანდელ რეალობაში"
ჯონდი ბაღათურიას მეუღლე გარდაიცვალა - "იშვიათია ასეთი სიყვარული დღევანდელ რეალობაში"

A+ A-

15:42 12/11/2021

ჯონდი ბაღათურიას მეუღლე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი ავრცელებს.

„ჩვენი მეგობრის, ჯონდი ბაღათურიას მეუღლე ნათია გაფრინდა ზეცაში….

მე ძალიან მიყვარდა მათი სიყვარული და ლამაზი ოჯახი.

იშვიათია ასეთი სიყვარული დღევანდელ რეალობაში…

ძალიან ვწუხვარ…გამძლეობას ვუსურვებ ოჯახს….

ოღონდ ეს არ გამეგო….

ჯონდი ბაღათურია, ვერ განუგეშებ ვერაფრით, ამ დროს მხოლოდ უფალი გაძლიერებს… ძალიან მეტკინა“. – წერს ინგა ბერიაშვილი სოციალურ ქსელში.

ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია ფოფხაძე წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.