პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

A+ A-

14:49 17/10/2021

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ მის დას გუშინ აცნობეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთის გავლით, საფრანგეთში აპირებდა ჩასვლას, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილში ორნი იმყოფებოდნენ. პირი, რომელიც მანქანას მართავდა, პოლონელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.