"ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე"
"ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე"

A+ A-

19:39 13/10/2021

ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს დასავლეთ საქართველოდან წამოსულ კოლონებს - ამის შესახებ  ქუთაისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომელიც წავა დასავლეთ საქართველოდან. უამრავ ადამიანს სურს წასვლა. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამ მართლმსაჯულების შედეგად მესამე პრეზიდენტი იყოს ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეჟიმის გამო დიდი საფრთხე აქვს ქვეყანას და ამიტომ ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

ხვალ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება, რომელსაც რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.