"ახლა, პაექრობის დრო არ არის, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია"
"ახლა, პაექრობის დრო არ არის, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია"

A+ A-

13:00 09/10/2021

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია - ამის შესახებ ენმ-ის მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე აცხადებს.

კირთაძემ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.

ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან",- წერს გიორგი კირთაძე Facebook-ზე