"მარინა კალიურანდის განცხადებას გამართლება არც ადამიანურად აქვს და არც პოლიტიკურად"
"მარინა კალიურანდის განცხადებას გამართლება არც ადამიანურად აქვს და არც პოლიტიკურად"

A+ A-

15:08 07/10/2021

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას ვერც ადამიანურად და ვერც პოლიტიკურად ვერანაირი გამართლება ვერ ექნება.

„პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი ოლიგარქიისა და ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა. ასეთ დროს ვერც ადამიანურად და ვერც პოლიტიკურად ვერანაირი გამართლება ვერ ექნება მარინა კალიურანდის განცხადებას, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ყველანი ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად. მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი შესწირა. მან ძალიან გააზრებულად გააკეთა ყველაფერი. როდესაც ჩვენ სტრასბურგში გვქონდა შეხვედრები, მან თქვა კიდევაც, რომ არ აპირებდა ხალხის მობილიზებას და არ ჩამოდიოდა აქ გადატრიალების მიზნით“, - განაცხადა მამულაშვილმა.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ მან დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება“, - განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.