"ბოლომდე შენს – თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო"
"ბოლომდე შენს – თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო"

A+ A-

23:05 01/10/2021

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მოკლედ ასე: შევინარჩუნოთ წონასწორობა….. ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია ….. ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის - სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ! თქვა ჩამოვიდა – ჩვენი სახელმწიფო მიტაცებულია, მთელი დღე “გაჰკიოდნენ” ეს ცრუპენტელები პრეზიდენტი საქართველოში არ შემოსულაო! სახელმწიფო აღარ არსებობს ჩამოშლილია, ფეოდალ-ოლიგარქის-ივანიშვილის აგარაკია ჩვენი სამშობლო.

ახლა უპირველესია ბრძოლა ღირსებისთვის და მობილიზაცია და დასრულება ამ ბანდიტური ქურდული ”ოცნებისა” !!!!! შევინარჩუნოთ წონასწორობა, საქართველოს ანექსიას და აშენებული სახელმწიფოს დანგრევას არ დავუშვებთ!

სააკაშვილმა არავინ შეაწუხა, არავინ, ყველა დაინდო, ვაჟკაცურად ღირსეულად მოიქცა, ისე როგორც ძლიერ ლიდერებს სჩვევიათ ისტორიულად! ბოლომდე შენს – თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო!!! ხვალ ჯერ არჩევებზე! შემდეგ კი ვიცით ღირსება რა არის მოქალაქეებმა !!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.