ნიკა გვარამია - უარი "ვისოლს"
ნიკა გვარამია - უარი "ვისოლს"

A+ A-

16:05 18/09/2021

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საზოგადოებას მიმართავს, უარი თქვას ვისოლ ჯგუფში შემავალი ობიექტებით სარგებლობაზე.

საქმე ეხება დედაქალაქში, სისხლიანი პლაკატების გამოკვრას.

"ნუ შეხვალთ Wissol - ვისოლის ბენზინგასამართებზე!

ნუ შეხვალთ ვენდისში და ნუ აჭმევთ თქვენს შვილებს სიძულვილით სავსე ბურგერებს!

ნუ შეხვალთ სმარტის სუპერმარკეტებში და ნუ იყიდით სიძულვილით სავსე პროდუქტებს!

ნუ ჩაასხამთ თქვენს მანქანაში სიძულვილით სავსე საწვავს!

ბიზნესმენებო, ნუ განათავსებს თქვენს რეკლამას სიძულვილის ბანერებზე, თორემ ისიც სიძულვილით სავსე გახდება!

ნუ გადაუხდით ფულს იმათ, ვინც ყოველ კაპიკს თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ ხარჯავს!

ნუ გადაუხდით ფულს იმათ, ვინც აცრის მოწოდების ბანერებს ხსნის, სანაცვლოდ სისხლიან ბანერებს აკრავს და ამით ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი მკვლელობის თანამონაწილე ხდება!

უარი ვისოლს! - წერს ნიკა გვარამია.