"ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება, სადაც ვესაუბრები ჩემს უახლოეს ადამიანს, მოძღვარს"
"ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება, სადაც ვესაუბრები ჩემს უახლოეს ადამიანს, მოძღვარს"

A+ A-

23:29 17/09/2021

ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება, სადაც ვესაუბრები ჩემს უახლოეს ადამიანს, მოძღვარს, სასულიერო პირს. ჩემი გაკვირვება ამათი მავნებლობით ძალიან ძნელია, მხოლოდ ის მაოცებს თუ როგორი ორგანიზება შეუძლიათ უკიდურესად მდაბიო ბოროტმოქმედების ჩასადენად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე წერს.

"ამ გაჭირვებულ ქვეყანაში წარმოიდგინეთ რა დაფინანსებაა დახარჯული სისხლის სამართლის დანაშაულის დასაორგანიზებლად, რამ ასმენინათ და აშიფრინათ ამდენი უსარგებლო დიალოგი, როცა ქუჩებში საქართველოს იმედს და მომავალს, 22 წლის საუკეთესო ახალგაზრდას კლავენ. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება დამნაშავეებს ეძებდეს და საქართველოს მოქალაქეებს  იცავდეს, თავად სჩადის ამაზრზენ დანაშაულს მათ წინააღმდეგ.

ჩემო მეგობრებო, უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო, თუ მცირედი საშუალება გაქვთ ჩამოდით არჩევნებზე. ჩვენი საქართველოს გადასარჩენად დღეს გადამწყვეტია თითოეული თქვენგანის ხმა, დღეს ჩვენი ხმალი ის კალამი იქნება, რომლითან ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხვად ავარიდებთ. მე 2 ოქტომბერს საქართველოში ვიქნები, ჩემი ხალხის გვერდით, რათა ჩემი ერთი ხმა არ დაიკარგოს, არავინ მიითვისოს!

საბჭოთა დროიდან მოყოლებული რა დრო არ გამოვიარე და თავისი ხალხის ასეთი მოძულეები არავინ მინახავს. გთხოვთ, ყველანი მობილიზდით, ყველამ გაიაზრეთ რა უკიდურესი ვითარებაა, გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო!", - წერს ბურჭულაძე