თამაზ ხომასურიძეს ციხიდან ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ
თამაზ ხომასურიძეს ციხიდან ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ

A+ A-

16:28 07/04/2021

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამას თამაზ ხომასურიძეს ციხიდან ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი.

აღნიშნული დასკვნის შედეგად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს, რის შემდეგაც, მას იძულებით მკურნალობაზე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რომელიც ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარეობს.

თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

„გამოიკვეთა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აცნობიერებდა და ვერ ხვდებოდა რას ჩადიოდა. დღესაც მძიმე მდგომარეობა აქვს, საჭიროებს მკურნალობას აუცილებლად იძულების წესით. ხონში გადაჰყავთ, ველოდებით პროცესის გამართვას“, – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა.