სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება
სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

A+ A-

15:13 07/04/2021

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

"მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს.

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას", - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ენგურში 3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ მაშველები ახლა კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. გარდაცვლილია ოკუპირებული გალის რაიონის 3 მკვიდრი, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადმოსვლას.

მათ შორის არის ცოლ-ქმარი, ასევე არის ახალგაზრდა ქალი და 60 წლამდე მამაკაცი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი მამაკაცი.