აფგან მუხთარლი საქართველოშია
აფგან მუხთარლი საქართველოშია

A+ A-

11:13 07/04/2021

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. გატაცების შემდეგ მუხთარლი ქვეყანაში პირველად შემოუშვეს.

ის საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.