ენგურზე გადმოსვლის დროს 2 ადამიანი დაიხრჩო, სამს ამ დრომდე ეძებენ
ენგურზე გადმოსვლის დროს 2 ადამიანი დაიხრჩო, სამს ამ დრომდე ეძებენ

A+ A-

10:53 07/04/2021

ე.წ. საზღვარზე ხუთი ქართველ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ახლობლები მეოთხე დღეა, დაკარგულებს უშედეგოდ ეძებდნენ, დღეს დილით კი ორი მათგანის ცხედარი ენგურმა გამორიყა.

ამ დრომდე ეძებენ სამ ადამიანს, მათ შორის ერთი ქალბატონია.

დაკარგულების ახლობლების თქმით, მათ ბოლო ზარი სამი დღის წინ განახორციელეს, როდესაც ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს. ისინი ენგურის ხიდით მოდიოდნენ.