დიდ ბრიტანეთში კარანტინი 12 აპრილიდან შემსუბუქდება
დიდ ბრიტანეთში კარანტინი 12 აპრილიდან შემსუბუქდება

A+ A-

21:17 05/04/2021

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შემსუბუქება 12 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

"დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ 12 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ნაწილს შევუდგებით. გაიხსნება მაღაზიები, სპორტული კლუბები, ზოოპარკები, კემპინგები, ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა საპარიკმახეროები, პაბები და სხვა ადგილები, სადაც მომსახურება ღია სივრცეში ხდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პირველივე დღეს პაბს ესტუმრება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 362 150 შემთხვევა გამოვლინდა, 126 862 ადამიანი კი გარდაიცვალა.