"ძალიან დიდი შანსი გვაქვს, პანდემიის დასრულებამდე ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები"
"ძალიან დიდი შანსი გვაქვს, პანდემიის დასრულებამდე ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები"

A+ A-

18:57 05/04/2021

"ერთიანი საქართველოს" წევრი ანზორ ბიწაძე მიიჩნევს, რომ დღეს, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი მოკავშირე დარჩა, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის ამოცანაა, ხელისუფლება პანდემიის დასრულებამდე აიძულოს და დაანიშნინოს რიგგარეშე არჩევნები.

"დღეს, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ბატონყმობას გვიანონსებს. პოზნერიც ბატონი სტუმარი გახლდათ. იმისთვის შეიძლებოდა ყველაფერი და აქტივისტებისთვის, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ, არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში თურმე. ეს ასე ვერ გაგრძელდება. მსოფლიოში იწყება პოსტპანდემიური უდიდესი კრიზისი და ამ პოსტპანდემიურ კრიზისში რომ გვყავდეს "ქართული ოცნებისნაირი" ხელისუფლება, ეს იგივეა, რომ 9-ბალიანი შტორმი იყოს ზღვაში და გემის კაპიტნად დააყენო აბსოლუტურად უვიცი და უვარგისი ადამიანი. გეტყვით იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთი ძალიან ძლიერი და ძალიან სერიოზული მოკავშირე. ეს მოკავშირე არის კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, პოლიტიკური ლოკდაუნი.

კორონავირუსი არის ივანიშვილის უკანასკნელი მოკავშირე და თუკი "ქართული ოცნება" ჯერჯერობით ინარჩუნებს ხელისუფლებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის პანდემიისა და პანდემიასთან არსებული შეზღუდვების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების დამსახურება. ეს დასრულდება. ჩვენი ამოცანაა, ვცადოთ და ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის, რომ პანდემიის დასრულებამდე ვაიძულოთ ხელისუფლება დათმოს და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენად ადეკვატურია გყავდეს ასეთი ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის დროს, მცოცავი ოკუპაციის დროს, ეს თავად მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს და განსაზღვრავს კიდევაც", - აცხადებს ანზორ ბიწაძე.