ოზურგეთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი კი დაშავდა
ოზურგეთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი კი დაშავდა

A+ A-

13:26 05/04/2021

ოზურგეთში მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.