"ჭყონდიდის ვაი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი არის ცრუ ეპისკოპოსი, უზრდელი და გათახსირებული ნაგავი!"
"ჭყონდიდის ვაი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი არის ცრუ ეპისკოპოსი, უზრდელი და გათახსირებული ნაგავი!"

A+ A-

12:01 30/03/2021

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ ეპარქიის მონაზვნების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სტეფანე ყოფილა ყოვლად უღირსი და გარეწარი! ეპისკოპოსი იღუმენიას ასე უნდა ესაუბროს? ან უბრალოდ კაცი ქალს?! ხელმძღვანელი ქვემდგომს?! ჭყონდიდის ვაი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი არის ცრუ ეპისკოპოსი, უზრდელი და გათახსირებული ნაგავი! ყველა მისი და  დეგრადირებული საპატრიარქოს დაცველები ხართ იგივე ნაგავი და მონური სულის საცოდავი პრიმიტივები, ვინც კულტებს ვერ ერევით და აზროვნება დაკარგეთ! თქვენ ქრისტიანები არ ხართ, თქვენ ხართ ფარისეველი გარეწრები, ღვთისმოსაობის ნიღაბაფარებულები!!!"- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

სოციალურ ქსელში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანესა და ეპარქიის მონაზვნების შეხვედრის ვიდეომასალა ვრცელდება. ვიდეოში ისმის, რომ მეუფე ეპარქიის მონაზვნებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "შენ შენს ადგილას იჯექი, დაეტიე რა", "დააყენე ერთი წუთით".