"დაჭერით დაიჭირეთ, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას"
"დაჭერით დაიჭირეთ, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას"

A+ A-

00:31 30/03/2021

"დაჭერით დაიჭირეთ, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას", - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში გოგი წულაიას შვილი თემურ წულაია წერს. ის სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პოლიტიკოსის მონახულებას სთხოვს.  

"მამაჩემის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ  შედეგი გამოიღო, რაც გულის  ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო  შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.

აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა, პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს", - წერს თემურ წულაია.

პოლიტიკოსს სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია. ის პროტესტის ნიშნად, დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიტიკოსი ამჟამად პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია გადაყვანილი.