მსახიობები და მოცეკვავეები რეპეტიციებისა და ვარჯიშების განახლებას დღეიდან შეძლებენ
მსახიობები და მოცეკვავეები რეპეტიციებისა და ვარჯიშების განახლებას დღეიდან შეძლებენ

A+ A-

09:35 15/03/2021

დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დღეიდან ნაწილობრივ თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებსაც შეეხო.

მსახიობები და მოცეკვავე-შემსრულებლები რეპეტიციების და ვარჯიშების განახლებას, ინტენსიური ტესტირების შემდეგ, დღეიდან შეძლებენ.

რეგულაციების თანახმად, კულტურის სფეროს პერსონალმა რეპეტიციის დროს პირბადე უნდა გამოიყენოს და დისტანციაც დაიცვას.

თეატრები და შემოქმედებითი ანსამბლები საქმიანობას სრულად, მაყურებლების დასწრებით, უკვე პირველი აპრილიდან შეძლებენ.